მულტიმედია
From Wikipedia, the free encyclopedia
მულტიმედია (ინგლ. multi — ბევრი, media — medium საშუალება) — ინფორმაციის (აკუსტიკური, ვიზუალური, ტექსტური და გრაფიკული) გადაცემის, შენახვისა და წარმოების სხვადასხვა საშუალების ტექნოლოგია, აგრეთვე, ასეთი ტექნოლოგიის მარეალიზებელი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემების ერთობლიობა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მულტიმედია}} |
ინდივიდუალური კონტენტის მაგალითები კომბინირებულ მულტიმედიაში: | ||
---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე,მაგალითად,ერთი სურათის წარმოდგენა და კომპლექსური სახე,როდესაც კომპიუტერული პროგრამა ერთდროულად იტევს ხმას,გამოსახულებასა და ტექსტს.ინფორმაციული საშუალებების ასეთი კომბინაცია დღეს ყველა პერსონალური კომპიუტერისთვისაა შესაძლებელი,რაც გზას უხსნის განათლებისა და გართობის ახალ სამყაროს.
პირველი მულტიმედიური საშუალებები პრიმიტიული სახის იყო.მომხმარებელი შეზღუდული იყო ბევრ რამეში.გამოსახულება გამოიყურებოდა ჩვეულებრივი წიგნის ფურცლის მსგავსად.არ იყო გამოსახულების სწრაფად გამოცვლის საშუალება.
ინტერაქტიული მულტიმედია მომხმარებელს საშუალებას აძლევს,თავად განსაზღვროს ინფორმაციის მიღების პირობები.ეს იმას ნიშნავს,რომ კარგი დიზაინით შესრულებული მულტიმედიური პაკეტი აღჭურვილია მრავალფეროვანი ინფორმაციული ლინკებით,ანუ ბმულებით და ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს საკუთარი მეთოდი ინფორმაციის მიღება–გადამუშავებისთვის.თითოეულ ასეთ პაკეტში ბმულები და ჰიპერბმულები შეფერილია ინდივიდუალური ფერით და საშუალებას აძლევს მომხმარებელს ადვილად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.