მურასაკი შიკიბუ
From Wikipedia, the free encyclopedia
მურასაკი შიკიბუ ანუ ქალბატონი მურასაკი (紫式部) (დ. 973 - გ. 1014) — ჰეიანის პერიოდის იაპონელი ნოველისტი, პოეტი, იმპერატორის კარის სეფექალი. მის კალამს ეკუთვნის სამი ნაწარმოები:
1. «გენჯის ამბავი» (1000-1008) - მსოფლიოში უძველესი ნოველა, ნოველის ჟანრის პირველი ნიმუში;
2. «მურასაკი შიკიბუს დღიურები»;
3. «მურასაკი შიკიბუს კრებული» (128 ლექსი).
სწრაფი ფაქტები მურასაკი შიკიბუ, დაბადების თარიღი ...
მურასაკი შიკიბუ | |
---|---|
იაპონ. 紫式部 | |
დაბადების თარიღი | არაუადრეს 970 და არაუგვიანეს 978 |
დაბადების ადგილი | Heian-kyō |
გარდაცვალების თარიღი | არაუადრეს 1014 და არაუგვიანეს 1031 |
გარდაცვალების ადგილი | Heian-kyō |
ფსევდონიმი | Mouraçaki Shikibou |
საქმიანობა | ფრეილინა[1] [2] , რომანისტი, პოეტი, მწერალი, დღიურის ავტორი და ფილოსოფოსი |
ენა | იაპონური ენა |
ალმა-მატერი | |
Magnum opus | გენძი მონოგატარი, The Diary of Lady Murasaki და Poetic Memoirs |
მეუღლე | ფუჯივარა ნო ნობუტაკა |
შვილ(ებ)ი | დაინი ნო სანმი |
დახურვა
ქალბატონი მურასაკის ნამდვილი სახელი უცნობია. ზოგიერთი სწავლულის ვარაუდით მას ერქვა ფუჯივარა ტაკაკო. საკუთარი დღიურების - «მურასაკი შიკიბუს დღიურების» - მიხედვით სასახლის კარზე მას უწოდებდნენ მურასაკის ანუ ალისფერი გლიცინიას ყვავილს, მისივე ნოველის «გენჯის ამბავის» პერსონაჟის მსგავსად. სახელი შიკიბუ მიუთითებს მამამისის თანამდებობას რიტუალების ბიუროში (შიკიბუ-სიო).