From Wikipedia, the free encyclopedia
მუჰამედ III — მესამე ლაიზანშაჰი 917-948 წლებში, მეშვიდე შირვანშაჰი 948-956 წლებში, აბუ ტაჰირ იაზიდის შვილი.
მუჰამედ III | |
---|---|
მუჰამედ III-ის მმართველობის დროს მოჭრილი მონეტა | |
ლაიზანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 917 |
მმართ. დასასრული: | 948 |
წინამორბედი: | აბუ ტაჰირ იაზიდი |
მემკვიდრე: | აჰმადი |
ტაბასარანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 917 |
მმართ. დასასრული: | 948 |
მემკვიდრე: | ჰაისამ იბნ მუჰამედი |
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 948 |
მმართ. დასასრული: | 956 |
წინამორბედი: | აბუ ტაჰირ იაზიდი |
მემკვიდრე: | აჰმადი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 956 |
გარდ. ადგილი: | შემახა |
შვილები: |
აჰმადი; ჰაისამ იბნ მუჰამედი |
დინასტია: | მაზიადიდები |
მამა: | აბუ ტაჰირ იაზიდი |
რელიგია: | სუნიზმი |
ისტორიულ წყაროებში მუჰამედ III პირველად 917 წელს მოიხსენიება, როდესაც აბუ ტაჰირ იაზიდმა ლაიზანშაჰად და ტაბასარანშაჰად დანიშნა. 948 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მუჰამედმა შირვანშაჰის თანამდებობა დაიკავა, ერთ-ერთი შვილი — აჰმადი ლაიზანის მმართველად, ხოლო მეორე — ჰაისამ იბნ მუჰამედი ტაბასარანშაჰად დანიშნა[1][2] .
948-956 წლებში, მუჰამედ III მუდმივად არბევდა იმ ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობის რელიგიაც ისლამისგან განსხვავდებოდა. მულიმურ წყაროებში, ადამიანებს, რომელთა რელიგიაც ისლამი არ იყო, ურწმუნოებად იხსენიებდნენ.
956 წლის 4 ივნისს, მუჰამედ III ყვავილას დაავადებით გარდაიცვალა. თუმცა, არსებობს მეორე ისტორიული წყარო, რომლის მიხედვითაც, იგი საკუთარმა ვეზირმა — იბნ ალ-მარაღმა მოწამლა[1].
მისი გარდაცვალების შემდეგ, შირვანშაჰის თანამდებობა აჰმადმა დაიკავა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.