მშვიდობის ეკლესიები
From Wikipedia, the free encyclopedia
მშვიდობის ეკლესიები (პოლ. Kościoły Pokoju, გერმ. Friedenskirche) – უდიდესი ხის ნაგებობები ევროპაში, მდებარეობს პოლონეთის ქალაქ იავორსა და სვიდნიცაში, ქვემო სილეზიის სავოევოდოში.
სწრაფი ფაქტები მშვიდობის ეკლესიები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
მშვიდობის ეკლესიები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | პოლონეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
კოორდინატები | 51°05′00″ ჩ. გ. 16°19′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2001 (25-ე სესია) |
ნომერი | 1054 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
მშვიდობის ეკლესიები ააგო საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ III-მ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, ოცდაათწლიანი ომის დამთავრებისა (1618–1648 წწ.) და ვესტფალიის ზავის დადების შემდეგ, შვედი პროტესტანტების ზეწოლის შედეგად.
სულ აშენდა სამი ეკლესია: გლოგუვში, იავორში და სვიდნიცაში. თანამედროვე ეპოქამდე მოაღწია ორმა მათგანმა, გლოგუვის ეკლესია დაიწვა 1758 წელს.
2001 წელს ეკლესიები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.