ნავოტასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნავოტასი (ოფიციალურად ქალაქი ნავოტასი; ტაგ: Lungsod ng Navotas) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 249 463 ადამიანია.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, შიდა დაყოფა ...
ნავოტასი ტაგალ. Lungsod ng Navotas ინგლ. City of Navotas | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
შიდა დაყოფა | Bagumbayan North[1] , Bagumbayan South[2] , Bangkulasi[2] და Navotas East[2] | |
კოორდინატები | 14°40′00″ ჩ. გ. 120°56′30″ ა. გ. | |
მმართველი | John Reynald Tiangco | |
დაარსდა | 20 დეკემბერი, 1827 | |
ფართობი | 8.94 კმ² | |
მოსახლეობა | 247 543 (1 მაისი, 2020)[3] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
სატელეფონო კოდი | 2 | |
საფოსტო ინდექსი | 1409, 1411–1413, 1485 და 1489–1490 | |
ოფიციალური საიტი | https://www.navotas.gov.ph/ | |
| ||
დახურვა
ნავოტასი ფილიპინების კომერციული თევზჭერის კერად ითვლება. ქალაქში აზიაში სიდიდით მესამე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდესი სათევზაო პორტი მდებარეობს. ნავოტასი 1827 წლის 20 დეკემბერს დაარსდა, თუმცა ქალაქის დაარსების დღედ 16 იანვარს აღნიშნავენ. ნავოტასი 2007 წლის 24 ივნისიდან მაღალურბანიზებული ქალაქია.[4]