ნაზარეთის ხარების ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაზარეთის ხარების ეკლესია (ებრ. כנסיית גבריאל הקדוש, არაბ. كنيسة البشارة للروم الأرثوذكس) — მართლმადიდებლური ეკლესია ნაზარეთში, ისრაელი.
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
ნაზარეთის ხარების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 32°42′25″ ჩ. გ. 35°18′05″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | იერუსალიმის მართლმადივებელი ეკლესია |
ქვეყანა | ისრაელი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | 1750 |
დახურვა
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის“ (ლუკა 1:28)
ღვთისმშობლის ხარება აღწერიალია ლუკას სახარებაში:
„შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.[1]“ | |