![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ნათიფურე
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნათიფურე — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა შენაკადის — გომარდისწყლის აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2203 მ. აგებულია ბაიოსის პორფირიტებით და მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. მთის კალთები ზევით შემოსილია სუბალპური მდელოებით, ქვევით — ფართოფოთლოვანი ტყით.
სწრაფი ფაქტები ნათიფურე ...
ნათიფურე | |
---|---|
კოორდინატები: 42°43′14″ ჩ. გ. 42°16′29″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2203 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი და მისი ტუფი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, თიხა და ქვიშაქვა |
დახურვა