From Wikipedia, the free encyclopedia
ნარგიზი (ლათ. Narcissus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 60-მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში.
ნარგიზი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Narcissus | ||||||||||
|
ნარგიზი ადრემოყვავილე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ბოლქვი დაფარულია მოყავისფრო ქერქლებით. უფოთლო საყვავილე ღეროზე ერთი ან რამდენიმე თეთრი ან ყვითელი ყვავილი აქვს. ყვავილის რაოდენობის, ყვავილისაფრის სიგრძისა და შეფერვის მიხედვით იყოფა რამდენიმე საბაღო ჯიშად. დეკორატიულია, იყენებენ ბაღ-პარკების გასაფორმებლად და ასაჭრელ მასალად. ნარგიზის ზოგიერთი სახეობის ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ბოლქვი — ალკალოიდებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.