From Wikipedia, the free encyclopedia
ნაჯაფი (არაბ. النجف) — ქალაქი სამხრეთ ერაყში. ნაჯაფის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაღდადიდან სამხრეთით 160 კმ-ზე, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე. 2014 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 800 137 კაცს.
ქალაქი | |
---|---|
ნაჯაფი النجف | |
იმამ ალის მეჩეთი | |
ქვეყანა | ერაყი |
მუჰაფაზა | ნაჯაფი |
კოორდინატები | 31°59′21″ ჩ. გ. 44°19′28″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 60 მ |
მოსახლეობა | 800 137 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
გადმოცემის თანახმად დაარსებულია 791 წელს ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის მიერ. ქალაქი მუსლიმი-შიიტების წმინდა ქალაქია, აქ განისვენებს მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე, შიიტების პირველი იმამი ალი. ქალაქი წარმოადგენს შიიტების პოლიტიკურ ცენტრს ერაყში. მექასა და მედინას შემდეგ ნაჯაფში ყველაზე მეტი მუსლიმი მომლოცველი ჩადის.
ქალაქის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა იმამ ალის მეჩეთი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.