ნეიტრონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეიტრონი — ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც არ გააჩნია ელექტრული მუხტი და რომლის მასა ცოტათი აღემატება პროტონის მასას. ის შედგება ერთი ზედა და ორი ქვედა კვარკისგან. ნეიტრონები (პროტონებთან ერთად) შედიან ნებისმიერი ატომის ბირთვის შემადგენლობაში გამონაკლისია წყალბადის იზოტოპი პროთიუმი, რომლის ბირთვიც მხოლოდ ერთი პროტონისგან შედგება. ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას ატომური რიცხვი ეწოდება და განსაზღვრავს იმას, თუ რომელ ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს ატომი. ბირთვში ნეიტრონების რაოდენობას ნეიტრონული რიცხვი ეწოდება და იგი ელემენტის იზოტოპს განსაზღვრავს. მაგალითად, ფართოდ გავრცელებული ნახშირბად-12 იზოტოპის ბირთი შედგება 6 პროტონისა და 6 ელექტრონისგან, ხოლო ძალიან იშვიათი, რადიაქტიული ნახშირბად-14 იზოტოპის ბირთვში 6 პროტონი და 8 ნეიტრონია.ნეიტრონების რაოდენობა ბირთვში განსაზღვრავს ელემენტის რადიაქტიურობას. თუ ელემენტის ბირთვში ნეიტრონების და პროტონების ფარდობა 1,5-ზე მეტია ელემენტი რადიაქტიურად ითვლება.