ნემერტინები (Nemertini), უხერხემლო ცხოველების ტიპი, რომელსაც ზოგჯერ განიხილავენ როგორც უმდაბლესი ჭიების ქვეტიპს. მათი სხეული ორმხრივსიმეტრიულია, დაუნაწევრებელი, სიგრძე 10-იდან 20 სმ, ზოგჯერ 2 -ზე მეტსაც აღწევს. სხეუი გარედან დაფარულია ერთშრიანი წამწამიანი ეპითელიუმით, რომლის ქვეშ კან-კუნთოვანი პარკია მოთავსებული. ნემერტინების უმრავლესობა მტაცებელია, ზოგი — პარაზიტი და მოლუსკების სიმბიონტი. აქვთ გრძელი მილის მსგავსი, სხეულის შიგნით ჩაბრუნებული ხორთუმი, რომელიც თავდასხმისა და თავდაცვის საშუალებაა. აქვთ საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, გამომყოფი და ნერვული სისტემები, გრძნობის ორგანოები. ცალსქესიანი ცხოველებია. ვითარდება პირდაპირ ან მეტამორფოზით.

სწრაფი ფაქტები ნემერტინები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ნემერტინები
Parborlasia corrugatus
Parborlasia corrugatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნემერტინები
ლათინური სახელი
Nemertini
დახურვა

ტიპში 110 გვარის 1000-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ყველა ოკეანესა და ზღვაში. უმეტესად ბენთოსური ცხოველებია, მოძრაობენ კან-კუნთოვანი პარკის შეკუმშვით, ზოგი მცირე ფორმა — წამწამების რხევით. მრავალი სახეობიხ ნემერტინები თევზების საკვებია.

ლიტერატურა

  • ელიაშვილი ტ., ქსე, ტ. 7, გვ. 376, თბ., 1984

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.