ნენს უეიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნენს უეიკი (დ. 30 აგვისტო, 1912 — გ. 7 აგვისტო, 2011[1]) — ბრიტანელი აგენტი ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მუშაობდა ანტიჰიტლერული კოალიციისთვის საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში.
ნენს უეიკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1912 |
გარდაცვალების თარიღი | 7 აგვისტო, 2011 (98 წლის) |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
უეიკი ცხოვრობდა მარსელში, მეუღლე ანრი ფიოკასთან, როდესაც ომი დაიწყო. 1940 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ უეიკი გახდა კურიერი Pat O'Leary-ის ქსელისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა იან გაროუ და, მოგვიანებით, ალბერტ გერისი. როგორც ამ ქსელის წევრი, იგი ანტიჰიტლერული კოალიციის დატყვევებულ მფრინავებს დაეხმარა ნეიტრალურ ესპანეთში გაქცევაში. 1943 წელს, როდესაც გერმანელებმა შეიტყვეს მის შესახებ, ნენსიც ესპანეთში გაიქცა. მისი ქმარი ტყვედ აიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს, ნენსიმ კი ცხოვრება დიდ ბრიტანეთში განაგრძო.[2]
ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ, უეიკი, კოდური სახელწოდებით „Helene“, გახდა სპეციალური ოპერაციების სამმართვრლოს (SOE) წევრი. 1944 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო გერმანელებსა და მაკებს შორის გამართულ ბრძოლაში.[3][2][4][5]
უეიკი დიდმა ბრიტანეთმა დააჯილდოვა გეორგის მედლით, აშშ-მა — თავისუფლების მედლით, საფრანგეთმა — ღირსების ორდენით და ავსრალიამ და ახალმა ზელანდიამ — მედლებით. 1985 წელს მან გამოაქვეყნა მისი ავტობიოგრაფია „თეთრი თაგვი“.[6]