From Wikipedia, the free encyclopedia
ნეპალის პრეზიდენტი — ნეპალის კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია ხუთთი წლის ვადით. აღნიშნული თანამდებობა დაარსდა 2008 წლის მაისში ქვეყნის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ. ამჟამინდელი პრეზიდენტი რამ ჩანდრა პაუდელი თანამდებობაზეა 2023 წლის 13 მარტიდან.
ნეპალის პრეზიდენტი | |
---|---|
მიმართვის სტილი | მისი ღირსება |
რეზიდენცია | რასტრაპატი ბჰავანი |
დამნიშვნელი | არაპირდაპირი არჩევნები |
ვადის ხანგრძლივობა | 5 წელი |
დაარსდა | 28 მაისი 2008 |
პირველი თანამდებობაზე | რამ ბარან იადავი |
საიტი | www.presidentofnepal.gov.np |
2007 წლის იანვარში მიღებული დროებითი კონსტიტუციის თანახმად, ნეპალის მეფეს ჩამოერთვა მართვის ყველანაირი უფლება, ხოლო 2008 წელს არჩეულ ნეპალის დამფუძნებელ ასამბლეას პირველ შეხვედრაზე უნდა გადაეწყვიტა გაგრძელდებოდა მონარქია თუ რესპუბლიკას გამოაცხადებდნენ. მონარქის უფლებების შეჩერების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას ასრულებდა პრემიერ-მინისტრი გირიჯა პრასად კოირალა. 2008 წლის 28 მაისს ასამბლეამ მხარი დაუჭირა მონარქიის გაუქმებას. რამ ბარან იადავი აირჩიეს პირველ პრეზიდენტად და ასე დასრულდა 247 წლიანი მონარქიის ისტორია ნეპალში.
ნეპალის 2015 წლის კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 64-ე მუხლის მიხედვით:
ნეპალის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი, კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 62-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგია:
კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 70-ე მუხლში ნათქვამია, რომ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა უნდა განხორციელდეს ისე, რომ წარმოადგენდეს განსხვავებულ სქესს და/ან თემებს. ეს საშუალებას იძლევა წარმოადგინონ ქალი და უმცირესობათა თემები ქვეყნის ორ უმაღლეს თანამდებობაზე.
საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა არის ხუთი წელი. პრეზიდენტი შეიძლება აირჩიონ რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ ზედიზედ. ამასთან, პრეზიდენტს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, შეუძლია დროებით დარჩეს თანამდებობაზე მანამ, სანამ მის მემკვიდრეს არ აირჩევენ და არ დადებს ფიცს.
პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს:
პრეზიდენტის ძალაუფლება თითქმის მთლიანად ცერემონიალურია. ნეპალში პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერათაც კი არ ითვლება, კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია მინისტრთა საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მცველი; პრეზიდენტის ძირითადი მოვალეობებია კონსტიტუციის დაცვა. პრეზიდენტის ძირითადი ფუნქციები, მოვალეობები და უფლებამოსილებები ასახულია კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 66-ე მუხლში.
სურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება | უფლებამოსილების დამთავრება | |
---|---|---|---|---|
1. | რამ ბარან იადავი | 23 ივლისი 2008 | 29 ოქტომბერი, 2015 | |
2. | ბიდჰია დევი ბჰანდარი | 29 ოქტომბერი, 2015 | 13 მარტი, 2023 | |
3. | რამ ჩანდრა პაუდელი | 13 მარტი, 2023 | დღემდე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.