ნეძვისწყალი
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნეძვისწყალი, ნეძურა ― მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 18 კმ, აუზის ფართობი 82 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ― ზამთარში. მარჯვენა შენაკადებიდან მნიშვნელოვანია კარტისწყალი და წიფლარისწყალი, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან გვირგვინასწყალი და ხერგულებისწყალი.[2] საშუალო წლიური ხარჯი 1,16 მ³/წმ.[3] მდინარის ხეობაშია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ნეძვი. ნეძვისწყლის შესართავთანაა დაბა ახალდაბა.[4]
სწრაფი ფაქტები ნეძვისწყალი, სხვა სახელი ...
ნეძვისწყალი | |
---|---|
სხვა სახელი | ნეძურა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
ქალაქები | დაბა ახალდაბა |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°51′03″ ჩ. გ. 43°36′44″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2100 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°56′02″ ჩ. გ. 43°29′08″ ა. გ. |
სიგრძე | 18 კმ |
აუზის ფართობი | 82 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,16 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა