ნიკოლას უინტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერ ნიკოლას ჯორჯ უინტონი (დ. 19 მაისი, 1909 — გ. 1 ივლისი, 2015) — ბრიტანელი ჰუმანიტარი, რომელიც დაეხმარა ჩეხოსლოვაკიელ ბავშვებს რომლებსაც ნაცისტური გერმანიის მიერ საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა ემუქრებოდათ. უინტონი დაიბადა გერმანელი ებრაელების ოჯახში, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ ბრიტანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში. უინტონი ჯამში დაეხმარა 669 ბავშვს გადარჩენაში, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო ჩეხოსლოვაკიიდან მეორე მსოფლიო ომის წინა დღეს. ჩეხოსლოვაკიაში ხანმოკლე ვიზიტის დროს მან შეადგინა იმ ბავშვების სია, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ. ბრიტანეთში დაბრუნებისას უინტონი მუშაობდა ბავშვების ბრიტანეთში ჩამოყვანის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და მათთვის ოჯახების, თუ სპონსორების მოძიებაზე. [1] ეს ოპერაცია მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ჩეხური "ქინდერთრანსპორთ" (გერმანულად „ბავშვთა ტრანსპორტი“). მისი ჰუმანიტარული მიღწევები მსოფლიოსთვის შეუმჩნეველი დარჩა თითქმის 50 წლის განმავლობაში 1988 წლამდე, სანამ ის არ მიიწვიეს BBC-ის სატელევიზიო გადაცემაში "ესაა ცხოვრება!" გადაცემაში ის შეხვდა ათეულობით მის მიერ გადარჩენილ ბავშვს, უკვე მათ ზრდასრულობის ასაკში. მათ თან ახლდათ შვილები და შვილიშვილები. ბრიტანულმა პრესამ მას ბრიტანელი ოსკარ შინდლერი შეარქვა". 2003 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ ნიკოლას უინტონს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისგან ბავშვების გადარჩენისათვის რაინდის წოდება მიანიჭა. 2014 წლის 28 ოქტომბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ნიკოლას უინტონი ჩეხეთის უმაღლესი, პირველი კლასის თეთრი ლომის ორდენით დააჯილდოვა. უინტონი 2015 წლის 1-ელ ივლისს 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. [2]
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |