![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/59/Nicola_Abbagnano_%25281901-1990%2529.png/640px-Nicola_Abbagnano_%25281901-1990%2529.png&w=640&q=50)
ნიკოლა აბანიანო
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლა აბანიანო (იტალ. Nicola Abbagnano; დ. 15 ივლისი, 1901, სალერნო, იტალია — გ. 9 სექტემბერი, 1990, მილანი) — იტალიელი ფილოსოფოსი, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი, ე. წ. პოზიტიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი.
სწრაფი ფაქტები ნიკოლა აბანიანო, დაბადების თარიღი ...
ნიკოლა აბანიანო | |
---|---|
იტალ. Nicola Abbagnano | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1901(1901-07-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | სალერნო[8] |
გარდაცვალების თარიღი | 9 სექტემბერი, 1990(1990-09-09)[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მილანი[8] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[9] , მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | ფრდირიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Marian Taylor Abbagnano[10] |
დახურვა
აბანიანო ცდილობს დაძლიოს ევროპული ეგზისტენციალიზმის პესიმისტური თვალსაზრისი და ადამიანს მოუნახოს მოქმედების პოზიტიური პროგრამა, რომელიც არსებობის მყარ და საიმედო საყრდენად იქცევა. ადამიანური სამყარო, აბანიანოს მიხედვით, არის შესაძლებლობათა სამყარო, სადაც ადამიანს მათი თავისუფალი არჩევის საშუალება აქვს. შესაძლებლობათა არჩევა, აბანიანოს მიხედვით, გულისხმობს როგორც ცალკეული ინდივიდის არსების, ისე, საერთოდ, ადამიანური სამყაროს ურთიერთობათა ანალიზს.