ნიკოლოზ რომანოვი (უმცროსი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი (უმცროსი) (რუს. Николай Николаевич (Младший); დ. 18 (6) ნოემბერი, 1856, სანკტ-პეტერბურგი — გ. 5 იანვარი, 1929, ანტიბი, საფრანგეთი) — დიდი მთავრის ნინკოლოზ ნიკოლოზის ძისა (უფროსის) და ალექსანდრა პეტრეს ასულის პირველი ვაჟი, ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი; გენერალ-ადიუტანტი (14 ნოემბერი, 1894), კავალერიის გენერალი (6 დეკემბერი, 1900).
პირველ მსოფლიო ომის დასაწყისში (1914-1915) და 1917 წლის მარტის დღეებში იყო სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; კავკასიის მეფისნაცვალი (1915-1917).