ნილ დეგრას ტაისონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნილ დეგრას ტაისონი (ინგლ. Neil deGrasse Tyson; დ. 5 ოქტომბერი 1958, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და სამეცნიერო კომუნიკატორი. ამჟამად ის როუზის სახელობის დედამიწისა და კოსმოსის ცენტრში მდებარე ჰაიდენის პლანეტარიუმის დირექტორია, ასევე ასოცირებული მკვლევარი ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ასტროფიზიკის განყოფილებაში. 2006-2011 წლებში მიჰყავდა სატელევიზიო შოუ „NOVA ScienceNow", ხშირად სტუმრობდა გადაცემებს „დეილი შოუ", „კოლბერტ რიფორთი" და „თანამედროვე დროში ბილ მეიერთან ერთად". 2009 წლის შემდეგ სტუმრებს იწვევს რადიოშოუში „StarTalk". 2014 წელს წაიყვანა დოკუმენტური სერიალი „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა", რომელიც განახლებული ვარიანტია კარლ სეიგანის სატელევიზიო სერიალისა „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა" (1980).
სწრაფი ფაქტები ნილ დეგრას ტაისონი, მშობლიური სახელი ...
ნილ დეგრას ტაისონი | |
---|---|
ნილ დეგრას ტაისონი | |
მშობლიური სახელი | Neil deGrasse Tyson |
მოქალაქეობა | ამერიკელი |
ალმა-მატერი |
კოლუმბიის უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტი ბრონქსის მეცნიერების სკოლა |
ცნობილია როგორც | ადამიანი, რომელმაც მოკლა პლუტონი[1] |
საიტი | haydenplanetarium.org/tyson |
დახურვა