From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუკასლი (ინგლ. Newcastle) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში. მდებარეობს ტასმანიის ზღვის სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე ჰუნთერი წყნარ ოკეანეს უერთდება. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 308 308 კაცს[3] და შტატში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქია სიდნეის შემდეგ.
ქალაქი | |
---|---|
ნიუკასლი ინგლ. Newcastle | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | ახალი სამხრეთი უელსი |
კოორდინატები | 32°55′00″ ს. გ. 151°45′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1804 |
ფართობი | 261,8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 9 მ |
მოსახლეობა | 308 308 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1177,65 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 |
სატელეფონო კოდი | 0240[1] [2] , 0241[1] [2] და 0249[1] [2] |
საფოსტო ინდექსი | 2300 |
ნიუკასლი 162 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. მდებარეობს ზღვის დონიდან 9 მ სიმაღლეზე. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 1117,1 მმ-ს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
ნიუკასლის პორტი მსოფლიო ლიდერია ქვანახშირის ექსპორტში.
1950 წლამდე ნიუკასლში მოქმედებდა ტრამვაის ქსელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.