ნიუტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუტონი (აღნიშვნა: ნ, N) — ძალის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. ნიუტონი უდრის ძალას, რომელიც 1 კგ მასის სხეულს ანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას ძალის მოქმედების მიმართულებით. ერთეულს სახელი მიენიჭა ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის პატივსაცემად.
ტერმინს „ნიუტონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ისააკ ნიუტონი. |