From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუ-იორკის მოდის კვირეული (ინგლ. New York Fashion Week) — მოდის ჩვენების კვირეული ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება (თებერვალსა და სექტემბერში). ეს არის მოდის ინდუსტრიაში ოთხი უმთავრესი მოდის კვირეულიდან ერთ-ერთი.
ნიუ-იორკის მოდის კვირეული New York Fashion Week | |
---|---|
სუპერმოდელი ლიუ ვენი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული 2013 | |
სტატუსი | აქტიური |
დაიწყო | 1943 |
სიხშირე | წელიწადში ორჯერ |
ადგილმდებარეობა | მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
ქვეყანა | აშშ |
პირველი ნიუ-იორკის მოდის კვირეული, იმჟამად წოდებული როგორც „პრესის კვირეული“, იყო მსოფლიოში პირველი ორგანიზებული მოდის ჩვენება. ჩატარდა 1943 წელს[1] და მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგული მოდისგან ყურადღების მოქცევა იყო, ვინაიდან ამ ინდუსტრიის მესვეურებს ომის გამო პარიზში მგზავრობა არ შეეძლოთ ფრანგული მოდის ჩვენებების საყურებლად.[2] მოდის პუბლიცისტმა ელეანორ ლამბერმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას, რომელსაც მან „პრესის კვირა“ (ინგლ. Press Week) უწოდა, რათა მოდის ჟურნალისტები ამერიკელი დიზაინერებით დაეინტერესებინა. ჩვენებაზე მყიდველები არ დაიშვებოდნენ, მათ მხოლოდ დიზაინერთა პავილიონში შეეძლოთ მისვლა. პრესის კვირა წარმატებული გამოდგა და მოდის ჟურნალმა „ვოგმა“, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრანგულ დიზაინს უწევდა პოპულარიზაციას, ამერიკული მოდელების ბეჭდვაც დაიწყო.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.