ნიუ-ლანარკი (ინგლ. New Lanark) — სოფელი შოტლანდიაში, მდინარე კლაიდზე. მდებარეობს ქალაქ ლანარკიდან 2,2 კმ-ის მოშორებით, სამხრეთ ლანარკშირში. სოფელი 1786 წელს დეივიდ დეილმა დააარსა, როდესაც მან ბამბის ფაბრიკები და მუშათა სახლები გააშენა. დეილის ყურადღება ამ ადგილმა მდინარის გამო მიიქცია, ვინაიდან წყალს ბამბის წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. დეილისა და მისი სიძის, უელსელი ფილანთროპისა და სოციალური რეფორმატორის - რობერტ ოუენსი თანამშრომლების შედეგად, რომლებიც ერთად ფლობდნენ საწარმოებს, ნიუ-ლანარკმა ბიზნესში დიდ წარმატებას მიაღწია.

სწრაფი ფაქტები ნიუ-ლანარკი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
დახურვა
სწრაფი ფაქტები
დახურვა

ფაბრიკები 1968 წლამდე ფუნქციონირებდნენ. 1975 წელს, ნიუ-ლანარკის გადარჩენის მიზნით შეიქმნა „ნიუ-ლანკარის შენარჩუნების ფონდი". 2006 წელს, შენობათა უმრაველსობა სოფელში აღდგენილ იქნა და იგი მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშეასნიშნაობად იქცა.

2001 წელს, სოფელი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.