ნობელის პრემიის ლაურეატები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემია (შვედ. Nobelpriset, ნორვ. Nobelprisen) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია. გაიცემა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების, რევოლუციური გამოგონებების ან კულტურასა თუ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
ამ სტატიას/სექციას ქართულად თარგმნა სჭირდება. გთხოვთ იხილოთ ამ სტატიის სექცია ქართულად სათარგმნი სტატიების გვერდზე განხილვისთვის. თუ სტატია არ დაიწერა ქართულად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ის წაშლას დაექვემდებარება. თუ თქვენ წარადგინეთ ეს გვერდი თარგმნის მოთხოვნაზე, გთხოვთ დაამატოთ |
ნობელის პრემია დაარსდა ალფრედ ნობელის ანდერძის შესაბამისად.
ნობელის ანდერძში გათვალისწინებული იყო თანხის გამოყოფა მხოლოდ ხუთი მიმართულების წარმომადგენელთა ჯილდოებისთვის:
- ლიტერატურა (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);
- ფიზიკა (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);
- ქიმია (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);
- ფიზიოლოგია და მედიცინა (გაიცემა 1901 წლიდან, შვედეთში);
- მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის (გაიცემა 1901 წლიდან, ნორვეგიაში).
გარდა ამისა, 1969 წლიდან შვედეთის ბანკის ინიციატივით გაიცემა ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკაში. იგი გაიცემა სხვა ნობელის პრემიების შესაბამისი პირობებით. მომავალში ნობელის ფონდის მმართველობა არ გეგმავს ნომინაციების რაოდენობის გაზრდას.