![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c6/Novak_Djokovic_French_Open_2015.jpg/640px-Novak_Djokovic_French_Open_2015.jpg&w=640&q=50)
ნოვაკ ჯოკოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბ. Novak Đoković, Новак Ђоковић; დ. 22 მაისი, 1987, ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში.[2][3][4][5]
![]() ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2015 წელს | ||||||||||
მშობლიური სახელი |
Novak Đoković Новак Ђоковић | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქვეყანა (სპორტი) |
![]() | |||||||||
საცხოვრებელი ადგილი | მონტე-კარლო, მონაკო | |||||||||
დაიბადა |
22 მაისი, 1987 (1987-05-22) (37 წლის) ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია | |||||||||
სიმაღლე | 188 სმ | |||||||||
პროფესიონალი | 2003 | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
მწვრთნელ(ებ)ი | მარიან ვაიდა, გორან ივანიშევიჩი | |||||||||
ფულადი პრიზი | 181 599 018 აშშ დოლარი | |||||||||
ოფიციალური საიტი | novakdjokovic.com | |||||||||
ერთეულები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 1094–215 (83,6%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 98 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (4 ივლისი, 2011) | |||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 1-ლი (5 ნოემბერი, 2018)[1] | |||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2008, 2011, 2012, 2013, 2015, 2016, 2019, 2020, 2021,2023) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2016, 2021, 2023) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2011, 2014, 2015, 2018, 2019, 2021, 2022) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2011, 2015, 2018, 2023) | |||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (2008, 2012, 2013, 2014, 2015, 2022, 2023) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | ნახევარფინალი (2008, 2012) | |||||||||
წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 47–63 (42.73%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 1 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 114-ე (30 ნოემბერი, 2009) | |||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 326-ე (19 ნოემბერი, 2018) | |||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (2006, 2007) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2006) | |||||||||
უიმბლდონი | 2რ (2006) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (2006) | |||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (2010) | |||||||||
ჰოპმანის თასი | ფინალი (2008, 2013) | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 22 მაისი 2022. |
ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 24 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული 10 ავსტრალიის ღია პირველობა, 7 უიმბლდონი, 4 აშშ-ის ღია პირველობა და 3 საფრანგეთის ღია პირველობა. 2016 წელს, ჯოკოვიჩი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 1969 წლის შემდეგ, რომელიც ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს და ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს სამ სხვადასხვა საფარზე. ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემი მინიმუმ სამჯერ ან მეტჯერ მოიგო.
სერბ ჩოგბურთელს მოგებული აქვს 40 მასტერსი. იგი ერთადერთი მამაკაცი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ყველა მასტერსის ტურნირის მოგება შეძლო (თანაც ორჯერ). 2016 წელს, ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 6 მასტერსის ტიტული მოიგო. მას ასევე მოგებული აქვს რეკორდული 7 წლის შემაჯამებელი ტურნირი. სულ სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში ATP-ის 98 ტურნირი მოიგო ერთეულებში.
ოლიმპიურ თამაშებზე, ჯოკოვიჩს ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს ერთეულებში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, მან ერთი დეივისის თასი მოიგო სერბეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. 2020 იანვარში მან სანაკრებო დონეზე მოიგო ATP CUP რომელიც პირველად ჩატარდა ავსტრალიაში.