ოდენსეს ზოოპარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოდენსეს ზოოპარკი — ზოოლოგიური პარკი ოდენსეში, დანია.
მთავარი შესასვლელი | |
გახსნის თარიღი | 1930 |
---|---|
მდებარეობა | ოდენსე, დანია |
ტერიტორიის ფართობი | 3,6 ჰა |
კოორდინატები | 55.378° ჩ. გ. 10.373° ა. გ. / 55.378; 10.373 |
ცხოველების რაოდენობა | 2 000 |
სახეობების რაოდენობა | 147 |
1930 წელს, ზოოპარკშიცხოვრობდა ორი მაიმუნი, ფარშევანგი, ირემი, ჯორი, კაჭკაჭი დაზღვის გოჭები[1]. დღეს, ოდენსეს ზოოპარკში წარმოდგენილია 147 სახეობის 2 000-მდე ცხოველი მთელი მსოფლიოდან, როგორიცაა შიმპანზე, მაიმუნი, კატისებრი ლემური, ციმბირის ვეფხვი, გრევის ზებრა, ჟირაფი, პანდა, ამერიკული ლამანტინისებრნი, აფრიკული სირაქლემა, პინგვინები, ვარხვი, ჩვეულებრივი ფლამინგო, არა და გიგანტური კუ[2][3] . 2008 წელს, ოდენსეს ზოოპარკი ფიუნის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი[4], და მეცხრე დანიაში. 2013 წელს, ზოოპარკმა მიიღო „საუკეთესო ევროპაში“-ს ჯილდო საკუთარ კატეგორიაში (ზოოპარკები 500 000-მდე სტუმრით წელიწადში)[5][6] . სტუმართა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, როცა ოდენსეს ზოოპარკში 439,533 სტუმარი იყო ერთ წელიწადში (2001 წელს).