From Wikipedia, the free encyclopedia
ოკავანგო (ანგოლის ტერიტორიაზე კუბანგო) (ინგლ. Okavango River) — მდინარე აფრიკის სამხრეთ-დასავლეთში. სიგრძის მიხედვით მეოთხე მდინარის სისტემაა სამხრეთ აფრიკაში. მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. სიგრძე — 1700 კმ. წყლის საშუალო ხარჯი — 475 მ³/წმ. სათავეს იღებს ანგოლაში, სადაც მას ეძახიან კუბანგოს. სამხრეთით მასზე გადის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული ნაწილი ანგოლასა და ნამიბიას შორის, რის შემდეგაც მიედინება ბოტსვანის ტერიტორიაზე.
ოკავანგო ინგლ. Okavango River | |
---|---|
ქვეყანა | ანგოლა, ნამიბია, ბოტსვანა |
სათავე | 12°39′14″ ს. გ. 16°07′38″ ა. გ. |
შესართავი | 18°41′02″ ს. გ. 22°10′25″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ოკავანგოს დელტის ადგილმდებარეობა კალაჰარის უდაბნოში |
სიგრძე | 1700 კმ |
აუზის ფართობი | 530 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ოკავანგო ვიკისაწყობში |
ბოტსვანის ტერიტორიაზე შემოსვლამდე წინაღობების გამო, რომელიც ცნობილია როგორც პოპის ჩანჩქერები, მდინარის წყლის დონე ეცემა 4 მეტრით[1].
ოკავანგო არ უერთდება არც ზღვას და არც ტბას. იგი, იკლაკნება მრავალრიცხოვანი არხების ლაბირინთებით, აორთქლებისას კარგავს წყლის 95 %-ს და იკარგება ჭაობებში კალაჰარის უდაბნოს ჩრდილო-დასავლეთში. ამ ადგილს, როგორც წესი ეძახიან ოკავანგოს დელტას (ოკავანგოს ჭაობები), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარის დელტაა, ფართობით 15 000 კმ².
იშვიათად საკმაოდ წვიმიან პერიოდებში მდინარის წყლის ნაწილი ავსებს ნგამის ტბას. ძლიერი წყალდიდობების წლებში (საშუალოდ ერთჯერ 15-20 წელიწადში) აღწევს მლაშობ ნიადაგიან ქვაბულ — მაკგადიკგადამდე, სადაც რამდენიმე ათასი წლის წინ იყო დიდი ტბა[2].
ოკავანგოს აუზში მდებარეობს მორემის ნაკრძალი (ბოტსვანაში), რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ველური ბუნებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.