ოლგა კობილიანსკაია
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლგა კობილიანსკაია (უკრ. О́льга Юліа́нівна Кобиля́нська; დ. 27 ნოემბერი 1863 — გ. 21 მარტი 1942) — უკრაინელი მწერალი. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1890-იანი წლებიდან. მოთხრობებში „ადამიანი“ (1886-1891), „მეფის ასული“ (1880-1895) წინ წამოწია ქალთა ემანსიპაციის საკითხი. მისი საუკეთესო ნაწარმეობია „მიწა“ (1901, ქართული თარგმანი 1968) — რომანი მშრომელ გლეხობაზე. კობილიანსკაიამ პირველი მსოფლიო ომის ხანა ასახა მოთხრობებში „ბედისწერის შესახვედრად“ (1915), „ჭკუაზე შეიშალა“ და სხვა.
სწრაფი ფაქტები ოლგა კობილიანსკაია, დაბადების თარიღი ...
ოლგა კობილიანსკაია | |
---|---|
უკრ. Ольга Марія Кобилянська | |
დაბადების თარიღი | 27 ნოემბერი, 1863(1863-11-27)[1] |
დაბადების ადგილი | გურა-გუმორულუი, ბუკოვინის საჰერცოგო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[2] [3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 21 მარტი, 1942(1942-03-21)[5] [3] [6] [1] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჩერნივცი, Cernăuți County, რუმინეთის სამეფო[3] [7] [8] |
საქმიანობა | მწერალი[9] [4] [10] , ქალთა უფლებების დამცველი, პუბლიცისტი[11] და მთარგმნელი[11] |
ენა | უკრაინული ენა |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა რუმინეთის სამეფო სსრკ |
დახურვა