ოლეგ ბლოხინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლეგ ბლოხინი (უკრ. Оле́г Володи́мирович Блохі́н, რუს. Оле́г Влади́мирович Блохи́н; დ. 5 ნოემბერი, 1952, კიევი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1975), უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი (2005). სხვადასხვა დროს იცავდა კიევის „დინამოს“, შტაირის „ფორვერტსის“, ლიმასოლის „არისის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის შვიდგზის (1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ხუთგზის (1974, 1978, 1982, 1985, 1987), საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასის სამგზის (1981, 1986, 1987), თასების მფლობელთა თასის ორგზის (1975, 1986) და უეფა-ს სუპერთასის (1975) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1973, 1974, 1975) და ხუთგზის საუკეთესო ბომბარდირი (1972, 1973, 1974, 1975, 1977). საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (112 მატჩი) და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (42 გოლი). ევროპის საუკეთესო მოთამაშის ოქროს ბურთის მფლობელი (1975). 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1]
პირადი მონაცემები | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | ოლეგ ვლადიმერის ძე ბლოხინი | |||||||||||||||||
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1952 (1952-11-05) (71 წლის) | |||||||||||||||||
დაბადების ადგილი |
კიევი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||
სიმაღლე | 180 სმ | |||||||||||||||||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | |||||||||||||||||
ახალგაზრდული კარიერა | ||||||||||||||||||
1962–1969 | დინამო კიევი | |||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა* | ||||||||||||||||||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) | |||||||||||||||
1969–1988 | დინამო კიევი | 432 | (211) | |||||||||||||||
1988–1989 | ფორვერტსი | 41 | (9) | |||||||||||||||
1989–1990 | არისი ლიმასოლი | 22 | (5) | |||||||||||||||
სულ | 495 | (225) | ||||||||||||||||
ეროვნული ნაკრები | ||||||||||||||||||
1972–1988 | საბჭოთა კავშირი | 112 | (42) | |||||||||||||||
სამწვრთნელო კარიერა | ||||||||||||||||||
1990–1993 | ოლიმპიაკოსი | |||||||||||||||||
1993–1994 | პაოკი | |||||||||||||||||
1994–1997 | იონიკოსი | |||||||||||||||||
1998 | პაოკი | |||||||||||||||||
1998–1999 | აეკი ათენი | |||||||||||||||||
1999–2002 | იონიკოსი | |||||||||||||||||
2003–2007 | უკრაინა | |||||||||||||||||
2007–2008 | მოსკოვი | |||||||||||||||||
2011–2012 | უკრაინა | |||||||||||||||||
2012–2014 | დინამო კიევი | |||||||||||||||||
ჯილდოები
| ||||||||||||||||||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
15-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, აქედან 13-ჯერ პირველ ნომრად.[2][3]