![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/Bethlehem-Manger-Square.jpg/640px-Bethlehem-Manger-Square.jpg&w=640&q=50)
ომარის მეჩეთი (ბეთლემი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ომარის მეჩეთი (არაბ. مسجد عمر) — უძველესი და ერთადერთი მეჩეთი ქალაქ ბეთლემში, მანგერის მოედანზე, მაცხოვრის შობის ტაძრის სიახლოვეს. მეჩეთს სახელი დაერქვა მეორე სუნი ხალიფა ომარ (უმარ) იბნ ალ-ხატაბის (დაახ. 581-644) პატივსაცემად. იერუსალიმის აღების შემდეგ ომარიმ ბეთლემი მოინახულა 637 წელს, სადაც გამოსცა კანონი, რომელიც ქრისტიანთა სალოცავსა და მიმდევრებს დაიცავდა[1]. გადმოცემით ისლამის წინასწარმეტყველი მუჰამედის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ ომარი ამ მეჩეთის ადგილას ლოცულობდა[2] .
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია ...
ომარის მეჩეთი | |
![]()
| |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 31°42′16″ ჩ. გ. 35°12′20″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ისლამი |
ადგილმდებარეობა | ბეთლემი, პალესტინა |
დახურვა
მეჩეთი 1860 წელს აშენდა[2], თუმცა 1955 წლამდე არ განახლებულა. მისი მშენებლობისთვის მიწა გაიღო ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.