From Wikipedia, the free encyclopedia
ორანჟი (აფრ., ნიდ. Oranjerivier) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უგრძესი მდინარე. სათავეს იღებს ლესოთოში, დრაკონის მთებში, შემდეგ მიემართება დასავლეთით, გადაკვეთს სამხრეთ აფრიკას და ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. ორანჟზე გაივლის სამხრეთ აფრიკასა და ნამიბიას და სამხრეთ აფრიკასა და ლესოთოს შორის სახელმწიფო საზღვრის ხაზი, ასევე საზღვრები სამხრეთ აფრიკის რამდენიმე პროვინციას შორის.
ორანჟი ნიდერლ. Oranjerivier აფრ. Oranjerivier | |
---|---|
ქვეყანა | ლესოთო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნამიბია |
სათავე | 28°53′47″ ს. გ. 29°01′04″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ლესოთო |
შესართავი |
ატლანტის ოკეანე 28°37′51″ ს. გ. 16°27′00″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ალექსანდერ-ბეი |
სიგრძე | 2200 კმ |
აუზის ფართობი | 973 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ორანჟი ვიკისაწყობში |
მდინარე დიდ როლს თამაშობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკაში, ვინაიდან ძალზედ მნიშვნელოვანია მისი როლი ირიგაციასა და ენერგეტიკაში. ორანჟის სიგრძეა 2200 კმ, აუზის ფართობი 973 000 კმ².
სახელი „ორანჟი“ უწოდა ჰოლანდიელმა რობერტ იაკობ გორდონმა. ლესოთოში ამ მდინარეს სენკუს უწოდებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.