ორგანული ნივთიერებები
From Wikipedia, the free encyclopedia
ორგანული ნივთიერებები — ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები. ორგანული ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები.
ცილები ყოველი ცოცხალი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნივთიერებებია და ცხოველური ორგანიზმის მასის თითქმის ⅔-ს შეადგენს. მცენარეთაგან ცილებით მდიდარია პარკოსნები — ლობიო, სოია, ცერცვი, ბარდა, აგრეთვე კომბოსტო და სხვა. ცილების როლი უჯრედებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისათვის მეტად დიდი და მრავალფეროვანია.
ცხიმები როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ ორგანიზმში გვხვდება. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის — მაგ., კაკლის, თხილის, მზესუმზირას, არაქისის, ქოქოსის პალმის — ნაყოფები და თესლები.