ორსანტია
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ორსანტია — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე ენგურის მარცხენა სანაპირო, ზღვის დონიდან 15 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ, ინგირიდან 10 კმ.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ორსანტია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ორსანტია |
კოორდინატები | 42°27′59″ ჩ. გ. 41°39′59″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2052[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.