ოტავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტავა (ინგლ. Ottawa, ფრანგ. Ottawa) — კანადის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინცია ონტარიოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოტავას ნაპირზე, რომელიც ონტარიოსა და კვებეკის შტატების საზღვრის გასწვრივ მიედინება. ოტავა მოსახლეობის მიხედვით კანადის სიდიდით მეოთხე, ხოლო ონტარიოს შტატის სიდიდით მეორე ქალაქია. ქალაქ გატინოსთან და ოტავას სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შედის ეროვნული დედაქალაქის ოლქის შემადგენლობაში.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოტავა Ottawa | |||||
| |||||
ქვეყანა | კანადა | ||||
პროვინცია | ონტარიოონტარიო | ||||
მუნიციპალიტეტი | ეროვნული დედაქალაქის ოლქი | ||||
კოორდინატები | 45°25′15″ ჩ. გ. 75°41′24″ დ. გ. | ||||
მერი | ჯიმ უოტსონი | ||||
დაარსდა | 1850 | ||||
ფართობი | 2778,13 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 70±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა[1] და ფრანგული ენა[1] | ||||
მოსახლეობა | 883 391 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 292,3 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 613, 343, 819, 873 | ||||
საფოსტო ინდექსი | K0A, K1A-K4C | ||||
ოფიციალური საიტი | ottawa.ca/en | ||||
2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 883 ათას ადამიანს, ხოლო ქალაქ გატინოსთან ერთად 1 236 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქის მმართველი ორგანო ქალაქის მერის არჩევას მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად ახდენს. 2010 წლის 1 დეკემბრიდან მერის თანამდებობა ჯიმ უოტსონს უკავია.
ოტავა 1820-იან წლებში დაარსდა, თავდაპირველად, მოსახლეობის უმრავლესობას ჯარისკაცები და ხელოსნები შეადგენდნენ, რაც რიდოს არხის სამშენებლო სამუშაოების შედეგი იყო, 1850 წელს მიიღო ხე-ტყის დამმუშავებელთა ქალაქის ოფიციალური სტატუსი. 1855 წლამდე ერქვა ბაითაუნი, ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ ბაის პატივსაცემად, რომელიც რიდოს არხის სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. 1857 წლის 31 დეკემბრიდან ოტავა — პროვინცია კანადის დედაქალაქი, ხოლო 1867 წლიდან კი უკვე მთლიანი კანადის დედაქალაქია. მომდევნო პერიოდში ქალაქი განვითარდა, როგორც სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი. XX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, რაც ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის იყო მიმართული.
XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ცენტრი გახდა, ხშირად მას „ჩრდილოეთ სილიკონის ველად“ მოიხსენიებენ. ქალაქში მდებარეობს ფედერალური მმართველი ორგანოები და უმსხვილესი კულტურული დაწესებულებები, მათ შორისაა: კანადის წამყვანი მუზეუმები და ეროვნული სამხატვრო გალერეა.