ოტელო (ვერდის ოპერა)
From Wikipedia, the free encyclopedia
„ოტელო“ (იტალ. Otello [oˈtɛllo]) — ჯუზეპე ვერდის ოპერა ოთხ მოქმედებად არიგო ბოიტოს ლიბრეტოთი. დაფუძნებულია შექსპირის იმავე სახელწოდების პიესაზე. იგი ვერდის ბოლოს წინა ოპერა იყო და პირველად ლა სკალაში, 1887 წლის 5 თებერვალს შესრულდა.
ოტელო | |
---|---|
ჯუზეპე ვერდის ოპერა | |
ოტელო და დეზდემონა ალექსანდრ-მარი კოლინი, 1829 | |
ლიბრეტისტი | არიგო ბოიტო |
ენა | იტალიური |
ეფუძნება | უილიამ შექსპირის „ოტელო“ |
პრემიერა |
5 თებერვალი, 1887 (1887-02-05) ლა სკალა, მილანი, იტალია |
1871 წელს, „აიდას“ წარმატების შემდეგ ვერდიმ გადაწყვიტა, აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა შეეწყვიტა. ამის გამო, მის მილანელ გამომცემელს, ჯულიო რიკორდის მომდევნო ათი წელი დასჭირდა, რათა ვერდი ჯერ მუშაობის განახლებაში დაერწმუნებინა, შემდეგ მისივე 1857 წლის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაში (რა დროსაც გააცნო ლიბრეტისტი არიგო ბოიტო), ხოლო ბოლოს შეუდგა მძიმე პროცესს, რათა დაეყოლიებინა კომპოზიტორი, ენახა ბოიტოს დასრულებული ლიბრეტო „ოტელოსთვის“, რაც 1881 წლის ივლის-აგვისტოში მოხერხდა.[1] მიუხედავად ამისა, ვერდის არაფრის პირობა არ მიუცია და ლიბრეტოზე მუშაობის პროცესი ძლიერ გაიწელა. მხოლოდ მისი პირველი ესკიზების შექმნიდან 5 წლის შემდეგ, 1884 წელს დაიწყო მან მუსიკაზე მუშაობა და 1885 წლის ბოლოსთვის მზად ჰქონდა. პრემიერა 1887 წლის 5 თებერვალს, მილანში შედგა და დიდი წარმატება ჰხვდა წილად; პრემიერას მალევე მოჰყვა დადგმები ევროპისა და ამერიკის წამყვან თეატრებში.