ოულუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ოულუ (ფინ. Oulu) — ფინეთის სიდიდით მეხუთე ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ოულუს პროვინციაში, ბოტნიის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე. 2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 200 526 ადამიანი.[1] ოულუ ცნობილია მაღალი ტექნოლოგიების კერად. ქალაქში ამჟამად მდებარეობს ორი სამეცნიერო პარკი და ტექნოლოგიის ცენტრი „იი მიკროპოლისი“.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოულუ ფინ. Oulu, შვედ. Uleåborg | |||||
| |||||
ქვეყანა | ფინეთი | ||||
რეგიონი | ჩრდილოეთი ოსტრობოტნიაჩრდილოეთი ოსტრობოტნია | ||||
კოორდინატები | fi 65°01′00″ ჩ. გ. 025°28′00″ ა. გ. | ||||
მერი | პაივი ლააიალა | ||||
დაარსდა | 1605 | ||||
პირველი ხსენება | 1327 | ||||
ფართობი | 3 880,62 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 15 მეტრი | ||||
კლიმატის ტიპი | სუბარქტიკული | ||||
ოფიციალური ენა | ფინური | ||||
მოსახლეობა | 200 526 [1] კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 66,12 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 8 | ||||
საფოსტო ინდექსი | 90100–90420, 90460–90940, 91200, 91240–91310 | ||||
საავტომობილო კოდი | O | ||||
ოფიციალური საიტი | ouka.fi | ||||
ოულუში ასევე განლაგებულია რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის (მათ შორის ნოკიის) ოფისი. ოულუს მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია ამჟამად 10 000-მდე ადამიანს ასაქმებს.[2] ოულუს უნივერსიტეტმა დიდი გავლენა იქონია ქალაქის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, დღესდღეობით უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების კვლევა და განვითარებაა.[2][3] ოულუ ასევე ითვლება ე.წ. „ცოცხალ ლაბორატორიად“, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მონდომებით ითვისებს უახლეს ტექნოლოგიებს (მაგ.: NFC).[4]