ოფურჩხეთი
სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. / From Wikipedia, the free encyclopedia
ოფურჩხეთი — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუმათი, ნამოხვანი, ჟონეთი, ჯიმასტარო). მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, წყალტუბოდან 26, ქუთაისიდან 17 კილომეტრი.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ოფურჩხეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ოფურჩხეთი |
კოორდინატები | 42°21′17″ ჩ. გ. 42°41′38″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 350 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 719[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
1926 წლისთვის ოფურჩხეთის თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3685 ადამიანს, ხოლო ფართობი 85,7 კმ²-ს.[2]
სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი. არის გრანიტის საბადო. ჰავა რბილია, ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ― ცხელი და ნოტიო.