პალიასტომი
ტბა დასავლეთ საქართველოში, ხობის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში / From Wikipedia, the free encyclopedia
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ-ზე დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1 °C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
პალიასტომი | |
---|---|
პალიასტომის ტბა | |
კოორდინატები: 42°07′30″ ჩ. გ. 41°43′47″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, გურიის მხარე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | — 0,3 მ |
ფართობი | 18,2 კმ² |
მოცულობა | 0,052 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
აუზის ფართობი | 547 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |