![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/10/Baotou%252C_Inner_Mongolia.jpg/640px-Baotou%252C_Inner_Mongolia.jpg&w=640&q=50)
პაოთოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
პაოთოუ (ჩინ.: 包头市; ფინინი: Bāotóu; მონღ. Buɣutu qota) — მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქი შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე, ჩინეთი. პაოთოუს მინიჭებული აქვს საოლქო დონის ქალაქის სტატუსი. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქის ურბანული („მეტრო არეალი“) ნაწილი 5 რაიონისაგან შედგება, სადაც, საერთო ჯამში, 2 261 089 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მთელს ტერიტორიაზე 2 709 378 კაცი ცხოვრობს.[2] ქალაქის სახელი, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „ირმის ქალაქი“. მსგავს რამეს ნიშნავს პაოთოუს მონღლური სახელიც, „ლუჩენგი“ (ჩინ.: 鹿城 ფინინი: Lùchéng).[3] ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც „გობის უდაბნოს ფოლადის ქალაქი“ (ჩინ.: 草原钢城 ფინინი:Cǎoyuán Gāngchéng).
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
პაოთოუ 包头市 ᠪᠤᠭᠤᠲᠤᠬᠣᠲᠠ | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | შიდა მონღოლეთიშიდა მონღოლეთი |
შიდა დაყოფა | Donghe District, Hondlon District, Qingshan District, Shiguai District, Bayan Obo Mining District, Jiuyuan District, Tumed Right Banner, Guyang County, Darhan Muminggan United Banner და Baotou National Rare Earth Hi-tech Industrial Development Zone |
კოორდინატები | 40°37′17″ ჩ. გ. 109°57′12″ ა. გ. |
ფართობი | 27,768[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1065 მეტრი |
მოსახლეობა | 2,709,378[1] კაცი |
სიმჭიდროვე | 98 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 472 |
საფოსტო ინდექსი | 014000 |
საავტომობილო კოდი | 蒙B |
ოფიციალური საიტი | baotou.gov.cn |
წარსულში ქალაქში ძირითადად ფოლადი იწარმოებოდა. უკანასკნელ ათწლეულებში პაოთოუ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი იშვიათი მინერალებით, რომელიც ბაიან-ობოში მოიპოვება. ქალაქი მინერალების უმსხვილესი წყაროა ჩინეთში.[4]