პარბჰანი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარბჰანი (ინგლ. Parbhani) ― ქალაქი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. პარბჰანი მარათვადის რეგიონის უდიდესი ქაალქია. რეგიონულ ცენტრ აურანგაბადიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო შტატის დედაქალაქ მუმბაიდან ― 491 კმ-ის დაშორებით.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
პარბჰანი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 19°16′00″ ჩ. გ. 76°47′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1610 |
ფართობი | 37.77 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 347±1 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 2452 |
საფოსტო ინდექსი | 431401 |
მარათვადის მთელ რეგიონთან ერთად პრაბჰანი ჰაიდარაბადის შტატის შემადგენლობაშ შედიოდა. 1956 წელს შტატების რეორგანიზაციის შემდეგ ბომბეის შტატის ნაწილი გახდა, ხოლო 1960 წლიდან დღევანდელი მაჰარაშტრის ნაწილია.[1]
პარბჰანში მდებარეობს ვასანტრაო ნაიკ მარათვადა კრიში ვიდიაპითი (ყოფილი მარათვადის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი), რომელიც ერთ-ერთია მაჰარაშტრის სოფლის მეურნეობის ოთხ უნივერსიტეტს შორის. პარბჰანი ყოველწლიურად მასპინძლობს ფესტივალს, რომესაც ტურაბულ ჰაქ დარგაჰი ეწოდება და რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავს.[2][3] ქალაქს სახელი ეწოდა ქალღმერთ პრაბჰავატის საპატივცემულოდ.