პარიზი
საფრანგეთის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პარიზი Paris | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
რეგიონი | ილ-დე-ფრანსიილ-დე-ფრანსი | ||||
დეპარტამენტი | პარიზი | ||||
შიდა დაყოფა | 20 ოლქი | ||||
კოორდინატები | 48°52′00″ ჩ. გ. 2°19′59″ ა. გ. | ||||
მერი | ბერტრან დელანოე | ||||
დაარსდა | ძვ. წ. III საუკუნე[1] | ||||
ადრეული სახელები | Lutetia Parisiorum | ||||
ფართობი | 20 980 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 28±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||||
მოსახლეობა | 2 145 906 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 2000 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 13 024 518 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +33 1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 75001-75020 და 75116 | ||||
საავტომობილო კოდი | 75 | ||||
ოფიციალური საიტი | paris.fr | ||||
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის მონაცემებით 2 145 906 ადამიანი ცხოვრობდა.[2] ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 10 858 852 (2020)[3] მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 13 024 518 მილიონი (2020).[4]
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.