პატარა ქალები
From Wikipedia, the free encyclopedia
პატარა ქალები (ინგლ. Little Women) — ამერიკელი მწერლის ლუიზა მეი ოლკოტის რომანი, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა 1868 და 1869 წლებში. ოლკოტმა წიგნი რამდენიმე თვეში დაასრულა გამომცემლის მოთხოვნით.[1][2] წიგნში მოთხრობილია ოთხი დის — მეგის, ჯოს, ბეთის და ემის ცხოვრება ბავშვობიდან ზრდასრულობამდე და მეტწილად დაფუძნებულია ავტორის და მისი სამი დის რეალურ ცხოვრებაზე.[3] მკვლევარები წიგნს განიხილავენ როგორც ავტობიოგრაფიულ ან ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს.[4][5]:12
„პატარა ქალები“ | |
---|---|
Little Women | |
| |
ავტორი | ლუიზა მეი ოლკოტი |
ქვეყანა | ამერიკა |
ენა | ინგლისური |
გამოცემის თარიღი | 1880 |
მთარგმნელი | ციცო ხოცუაშილი |
ქართულად გამოიცა | 2019 |
მომდევნო | პატარა კაცები |
პატარა ქალები ძალიან სწრაფად იქცა გაყიდვად წიგნად და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მკითხველები დიდ ინტერესს გამოხატავდნენ გმირების ცხოვრების მიმართ, ამიტომ ოლკოტი იძულებული გახდა მეორე ტომი სწრაფად დაესრულებინა. მეორე ნაწილმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. მოგვიანებით ორივე ტომი გაერთიანდა ერთი სახელწოდების ქვეშ და ხელმეორედ გამოქვეყნდა 1880 წელს, როგორც ერთი რომანი.
ოლკოტმა ასევე გამოსცა ორი წიგნი, როგორც პატარა ქალბატონების გაგრძელება: „პატარა კაცები“ (1871) და „ჯოს ბიჭები“ (1886). წიგნები კვლავ ოთხი დის ცხოვრებას ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ რომანი განკუთვნილი იყო გოგონებისთვის, ის დღესდღეობით ცნობილია როგორც საბავშვო რომანი. რომანის მთავარი თემებია: „სახლის საქმე, სამსახური და ჭეშმარიტი სიყვარული“.
ლუიზა მეი ოლკოტი არატრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მის იდეალისტ ტრანსცენდენტალისტ მამას ხშრად სტუმრობდნენ მეგობრები, რომელთა შორის იყვნენ თოროუ, ემერსონი და ჰოთორნი. ლუიზამ ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა, რომ თვისი საკუთარი იდეების მიხედვით ეცხოვრა და ასეც მოიქცა. მან მხოლოდ დიდებული წიგნები როდი დაწერა - მისმა ცხოვრებამ შექმნა შთამაგონებელი ლეგენდა ქალთა თაობებისთვის.
ოლკოტის შემოქმედებაში გვხვდება როგორც ფიქციის ელემენტი რომანტიკული ბავშვების წარმოსახვიდან, ასევე სენტიმენტალური ნოველების ნიშნები, რამაც ლიტერატურაში სრულიად ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი. წიგნის მიხედვით მალევე გადაიღეს ფილმები და დადგეს სპექტაკლები.