პაუნი
ეთნიკური ჯფუგი / From Wikipedia, the free encyclopedia
პაუნი (ინგლ. Pawnee people) — შუა დასავლეთ ამერიკაში მცხოვრები ადგილობრივი ტომი. პაუნის ხალხი კოლუმბამდელ ამერიკელებად ითვლებიან. ტომი ძირითადად დასახლებულია ნებრასკაში, მისურისა და კანზასში. პაუნის ტომის წარმომადგენლები საკუთარ თავს მოიხსენიებენ, როგორც „Parikataru“, რაც ადგილობრივ ენაზე რქოსანს ნიშნავს. ეს სახელწოდება მოდის მათთვის დამახასიათებელი ვარცხნილობიდან - გვერდებზე აპარსული და ცენტრში დატოვებული ოფოფისებრი თმა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პაუნი}} |
პაუნი | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
7 600 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | პაუნი, ინგლისური |
რელიგიები | ანიმიზმი, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ეკლესია, ქრისტიანობა |
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები | არიკარა, კედო, უიჩიტა |
ისტორიულად, პაუნის ხალხი აკონტროლებდა მისისიპი-მისურის ველებს და ისინი განთქმულნი იყვნენ ნადირობითა და აგრო-კულტურით. XVIII საუკუნის დასაწყისში პაუნის ტომის წარმომადგენელი დაახლოებით 10000 ადამიანი იყო. ამ დროს, ეს ტომი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილობრივ ამერიკულ ტომად, თუმცა 1866 წლისთვის ამ ტომმა უდიდესი დანაკარგი განიცადა ადგილობრივი მიწებისთვის ომებში სხვადასხვა ტომებთან. ამავდროულად ევროპელი კოლონიზატორების მიერ ჩამოტანილი დაავადებების გამო, მათი რიცხვი 940-მდე შემცირდა. 1874 წლისთვის პაუნის ტომის რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. მათ ესაჭიროებოდათ ახალი ტერიტორია, რომელიც ოკლაჰომა აღმოჩნდა. ტომის მრავალი წარმომადგენელი შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიას და მასთან ერთად იბრძოდა დამპყრობელი ტომების წინააღმდეგ.