პედრუ გონსალვეში
From Wikipedia, the free encyclopedia
პედრუ ანტონიო პერეირუ გონსალვეში (ˈpɛdɾu ɡõˈsaɫvɨʃ; დ. 28 ივნისი, 1998), ცნობილი როგორც პედრუ გონსალვეში ან უბრალოდ პოტე,[2] — პორტუგალიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი, მარჯვენა გარემარბი. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის „სპორტინგისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პედრუ ანტონიო პერეირუ გონსალვეში [1] | ||
დაბადების თარიღი | 28 ივნისი, 1998 (1998-06-28) (25 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ვიდაგო, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 173 სმ [1] | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სპორტინგი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018–2019 | ვულვერჰემპტონი | 0 | (0) |
2019–2020 | ფალმიკანი | 33 | (5) |
2020– | სპორტინგი | 39 | (27) |
ეროვნული ნაკრები | |||
2016 | პორტუგალია 18-წლამდე | 2 | (0) |
2018 | პორტუგალია 20-წლამდე | 2 | (0) |
2020–2021 | პორტუგალია 21-წლამდე | 8 | (2) |
2021– | პორტუგალია | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გონსალვეშმა კარიერა ინგლისურ „ვულვერჰემპტონში“ დაიწყო, საიდანაც ერთი წლის შემდეგ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში დაწინაურებულ „ფამალიკანს“ შეუერთდა. შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, რომლის შემდეგაც დასახელდა პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 2020 წელს, გონსალვეში შეუერთდა პორტუგალიურ გრანდ „სპორტინგს“. იქ მან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციიდან შემტევ ნახევარმცველად გადაინაცვლა, ლიგის 32 თამაშში 23 გოლი გაიტანა, მიენიჭა ბოლა დე პრატა, დაეხმარა „სპორტინგის“ პრიმეირა ლიგისა და პორტუგალიის თასის მოგებაში. 2021 წელს ზედიზედ მეორედ დასახელდა პრეიმეირა ლიგის წლის სიმბოლური გუნდის წევრად და ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.
გონსალვეში თამაშობდა პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებებში, იყო 18, 20 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების წევრი. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2021 წელს. გონსალვეში იყო პორუტგალიის შემადგენლობის წევრი 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.