From Wikipedia, the free encyclopedia
პინატუბო ― აქტიური სტრატოვულკანი სამბალესის მთებში. მდებარეობს ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილში, ცენტრალური ლუსონის რეგიონში, ფილიპინების სამი პროვინციის: სამბალესის, ტარლაკისა და პამპანგის საზღვარზე.[1][2] 1991 წლამდე ვულკანის ამოფრქვევების შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი.
პინატუბო | |
---|---|
პინატუბოს ამოფრქვევის სვეტი 1991 წლის 12 ივნისს, | |
კოორდინატები: 15°08′30″ ჩ. გ. 120°21′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | ფილიპინები |
ტერიტორიული ერთეული | ცენტრალური ლუსონი, პამპანგა, ტარლაკი, სამბალესი |
უმაღლესი წერტილი | 1 486 (ამჟამინდელი) 1745 (1991 წლის ამოფრქვევამდე) |
პინატუბო 1991 წლის 15 ივნისს ამოიფრქვა, რომლის ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 6-ს უდრიდა და XX საუკუნის ისტორიაში მეორე უდიდესი ამოფრქვევა იყო 1912 წელს ალასკაში ნოვარუპტას ამოფრქვევის შემდეგ.[3] ვულკანის ამოფრქვევისას ფილიპინებს ტაიფუნი იუნია დაატყდა თავს, რამაც მახლობელ ქალაქებსა და დასახლებებზე დიდი გავლენა იქონია. წინასწარი ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას ათასობით ადამიანი გადაურჩა. ამოფრქვევამ მახლობელი დასახლებების ინფრასტრუქტურა გაანადგურა და რამდენიმე წლის მანძილზე მდინარეთა სისტემები შეცვალა.[3][4] 1992-1993 წლებში კალდერის შიგნით მცირე ამოფრქვევები გრძელდებოდა.
1991 წლის ამოფრქვევამ მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. ამოფრქვევის შედეგად დაახლოებით 10 მილიარდი ტონა მაგმა და 20 მილიონი ტონა გოგირდის დიოქსიდი ამოიფრქვა. 1883 წელს კრაკატაუს ამოფრქვევის შემდეგ სტრატოსფეროში ყველაზე მეტი მავნე ნივთიერება სწორედ პინატუბოს ამოფრქვევისას გამოიყო. მომდევნო თვეებში მავნე ნივთიერებებმა გოგირდმჟავის გლობალური ფენა წარმოქმნა. 1991-1993 წლებში გლობალური ტემპერატურა 0.5°C-ით (0.9 °F) დაეცა,[5] ხოლო ოზონის ხვრელების მაჩვენებელი დროებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.[6]
პინატუბო ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 87 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მთის მახლობლად აშშ-ის ყოფილი სამხედრო ბაზებია განთავსებული. პინატუბოდან 37 კმ-ით სამხრეთით სუბიკის ყურის ამერიკული საზღვაო-სამხედრო ბაზა, ხოლო ვულკანიდან 14 კმ-ით აღმოსავლეთით კლარკის საჰაერო ბაზა მდებარეობდა.[7] ვულკანის სიახლოვეს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[8]
1991 წლამდე პინატუბოს მწვერვალი ზღვის დონიდან 1745 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, ხოლო მახლობელი ვაკეებიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. შედის ვულკანების ჯაჭვში, რომელიც ლუსონის დასავლეთ ნაწილშია გადაჭიმული და სამბალესის მთები ეწოდება. ვულკანი კუადრადოს, ნეგრონისა და მატაბას მთებთან ერთად კაბუსილანის მთიანეთს მიეკუთვნება. ისინი სუბდუქციური ვულკანებია.[9]
პინატუბოს ამოფრქვევამდე უახლესი გეოლოგიური კვლევა 983-1984 წლებში ფ. ჯ. დელფინმა ჩაატარა ფილიპინების ეროვნული ნავთობკომპანიისთვის და მთის ორი ისტორიული პერიოდი გამოყო: „ანტიკური“ და „თანამედროვე“.[10][11]
ანტიკური პინატუბოს აქტივობა 1.1 მილიონი წლის წინ დაიწყო და მთის თანამედროვე პერიოდის დაწყებამდე ათასოით წლით ადრე შეწყდა. დღევანდელი პინატუბოს მახლობლად მდებარე დანაწევრებული მიწები მეტწილად ანტიკური პინატუბოს ნაშთებისგან შედგება. ანტიკურ ხანაში პინატუბო ანდეზიტისა და დაციტის სტრატოვულკანი იყო, რომელიც დღევანდელ პინატუბოსთან შედარებით ნაკლებად აქტიური იყო. ანტიკური ხანის ვულკანური ცენტრი დღევანდელი პინატუბოს ცენტრს ემთხვეოდა. მთის სიმაღლე დაახლოებით 2 300 მეტრი იყო.[10]
დაახლოებით ძვ.წ. 33 000 წლისთვის თანამედროვე პინატუბო ანტიკური პინატუბოს კატაკლიზმებისა და ამოფრქვევების შედეგად ჩამოყალიბდა. ამოფრქვევების შედეგად გამოყოფილი ვულკანური ნივთიერებების ზუსტი რაოდენობა უცნობია. შემდგომ პერიოდში ამოფრქვევები ეპიზოდურად ხდებოდა. დელფინმა რამდენიმე პერიოდი გამოყო: საკობიას აქტივობის პერიოდი (ძვ.წ. 15 000), პასბულის აქტივობის პერიოდი (ძვ. წ. 7 000), ქროუ-ვალის აქტივობის პერიოდი (ძვ.წ. 4000-3000), მარაუნოტის აქტივობის პერიოდი (ძვ.წ. 1900-300) და ბუაგის აქტივობის პერიოდი (1500-დან 1991 წლამდე).[10]
7-დან 12 ივნისამდე პინატუბოს ზედაპირს პირველმა მაგმამ მიაღწია. ზედაპირამდე მიღწევამდე ლავამ აირის დიდი ნაწილი დაკარგა, რის გამოც ლავის ფუმბათი შეიქმნა. 12 ივნისს კი მილიონობით კუბური იარდი აირის შემცველმა მაგმამ ზედაპირს მიაღწია და ვულკანი ამოიფრქვა. 1992 წლის ივლისში ვულკანის კალდერაში ლავის ახალი გუმბათი ჩამოყალიბდა. ვულკანოლოგები ახალ ამოფრქვევებს ვარაუდობდნენ და მახლობელ ტერიტორიებზე მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს, თუმცა მხოლოდ მცირე ამოფრქვევები დაფიქსირდა. პინატუბო უკანასკნელად 1993 წელს ამოიფრქვა.[3]
პინატუბოს ამოფრქვევამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ვულკანი ცნობილი გახდებოდა, ფილიპინების პრეზიდენტმა რამონ მაგსაისაიმ, სამბალესის მკვიდრმა, პრეზიდენტის თვითმფრინავს პინატუბოს მთა უწოდა. თვითმფრინავი 1957 წელს სებუს პროვინციაში მანუნგალის მთის მახლობლად ჩამოვარდა. კატასტროფას პრეზიდენტისა და ბორტზე მყოფი 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[14]
პინატუბოს კალდერის ფორმა აქვს კაპასში (ტარლაკი) მდებარე მძლეოსნობის სტადიონს.[15]
1991 წლის 15 ივნისს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ჩამოყალიბებული კალდერა და პინატუბოს ტბა ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. სანტა-ხულიანას ბარანგაიდან მთამდე ბილიკი ცნობილი სალაშქრო მარშრუტია.[16]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.