From Wikipedia, the free encyclopedia
პლას-დ’ალიანსი (ფრანგ. Place d'Alliance) — მოედანი საფრანგეთის ქალაქ ნანსის ცენტრში. მდებარეობს პლას-სტანისლასთან ახლოს. 1983 წლიდან იგი პლას-სტანისლასთან და პლას-დე-ლა-კარერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
პლას-სტანისლასი, პლას-დე-ლა-კარერი და პლას-დ’ალიანსი ქალაქ ნანსიში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
ნომერი | 229 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 229 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ლოთარინგიის ჰერცოგ სტანისლავ ლეშჩინსკის ბრძანებით ფრანგმა არქიტექტორმა ემანუელ ერემ დააპროექტა მოედანი სან-სტანისლასი. მოედანმა მიიღო კვადრატის ფორმა.
1756 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ და იმპერატრიცა მარია ტერეზამ (საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ და ლოთარინგიის ყოფილ ჰერცოგ ფრანც I შტეფანის მეუღლე) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ალიანსის შესახებ საფრანგეთსა და ავსტრიას შორის. ძალიან მალე ამის შემდეგ მოედანს ეწოდა თანამედროვე სახელი. სტანისლავის ბრძანებით მოედანზე აღიმართა პოლ-ლუი სიფლეს მიერ შექმნილი ფანტანი ალიანსის პატივისაცემად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.