პოლ მორფი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ მორფი (ინგლ. Paul Charles Morphy; 22 ივნისი, 1837 − 10 ივლისი, 1884) — ამერიკელი მოჭადრაკე, პირველი არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონი. მას ხშირად ჭადრაკის "სიამაყე და წუხილი" ეწოდება, რადგან ბრწყინვალედ თამაშობდა ჭადრაკს, მაგრამ სამწუხაროდ მისი კარიერა ცოტა ხანს გაგრძელდა. პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი 1886 წელს ჩატარდა, თუმცა 1858-1860 წლებში მორფი უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე იყო, მას მერე რაც დაამარცხა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკე ადოლფ ანდერსენი ანგარიშით +7 -2 =2(ანუ შვიდი მოგება, ორი წაგება და ორი ფრე). მსოფლიო ჩემპიონმა ბობი ფიშერმა მას ჭადრაკის ისტორიაში "ყველაზე ზუსტი მოთამაშე" უწოდა და თქვა, რომ "მორფის დღეს რომ ეცხოვრა, მაინც ყველას მოუგებდა". ასევე, მსოფლიო ჩემპიონმა მიხაილ ბოტვინნიკმა მას უწოდა "შეუდარებელი ოსტატი გახსნილი თამაშისა". პოლ მორფი საუკეთესო წარმომადგენელია ჭადრაკის რომანტიკული ერისა - მაშინ როდესაც დაცვაზე ნაკლებად კეთდებოდა აქცენტი და ფიგურების შეწირვით ლამაზ კომბინაციებს აკეთებდნენ. ვილჰელმ სტეინიცის შემდგომ, მეტი ყურადღება დაეთმო თავდაცვით თამაშს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2e/PaulmorphyHair.jpg)