აგრონომია (ძვ. ბერძნ. ἀγρός — მინდორი, νόμος — კანონი; სიტყვასიტყვით — მეცნიერება მემინდვრეობის კანონების შესახებ) — სასოფლო-სამეურნეო წარმოების მეცნიერული საფუძველი, სოფლის მეურნეობის ყველა დარგის ცოდნის ერთობლიობა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების თეორიისა და პრაქტიკის განვითარების შედეგად აგრონომიას გამოეყო, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია, ზოოტექნიკა, მეცნიერება სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია და სხვა. აგრონომიის ცნებაში ამჟამად გულისხმობენ აგრონომიულ მეცნიერებათა კომპლექსსა და სასუფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის პრაქტიკულ ხერხებს (ზოგადი მიწათმოქმედება, აგროქიმია, აგროფიზიკა, მემცენარეობა, სელექცია, მეთესლეობა, ფიტოპათოლოგია, სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგია, სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია და სხვა). მეცნიერული აგრონომია ემყარება ზოგად ბიოლოგიას, გენეტიკას, ნიადაგმცოდნეობას, მცენარეთა ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, მიკრობიოლოგიას, ბიოფიზიკას, სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგიას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. აგრონომია იყენებს ლაბორატორიულ და სავეგეტაციო მეთოდებს, საველე ცდას, აგრეთვე ნიადაგის, მცენარეულობის და ა. შ. საექსპედიციო გამოკვლევების შედეგებს.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.