From Wikipedia, the free encyclopedia
პორტუგალიური ენა — პორტუგალიელთა და ბრაზილიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის რომანულ ენებს .
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
ოფიციალური ენა:
პორტუგალიურ ანბანში 23 ასოა, ნასესხებ სიტყვებში გამოიყენება აგრეთვე y, k და w. ენაში არის დიგრაფები - nh, lh, ch, ss. დიგრაფების გარდა, ასო h არ გამოითქმება. მახვილის ნიშანი ერთდროულად გამოხატავს აქცენტსაც და ხმოვნის ღია და დახურულ მდგომარეობას. სტრიქონსზედა ნიშანი '~' ხმოვნის ან დიფთონგის ცხვირისმიერ წარმოთქმას აღნიშნავს.
პორტუგალიის თავისებურება ის არის, რომ მისი ენობრივი ცენტრი (კოიმბრისა და ლისაბონის რაიონები) უფრო სამხრეთით მდებარეობს, ვიდრე ესპანეთის ასეთივე ცენტრი. ამის გამო ზოგიერთი ენობრივი ნიშანი, რაც ესპანურში სამხრეთ დიალექტებში შეინიშნება, პორტუგალიაში საერთო ლიტერატურული ნორმაა.
პორტუგალიური ენა ჩამოყალიბდა გვიანდელი ლათინურის ლუზიტანური ვარიანტის საფუძველზე კელტური და იბერიული სუბსტრატების მონაწილეობით. რომაული პროვინცია ლუზიტანიისაგან პორტუგალიურ ენაში შემორჩა სიტყვები: luso - ლუზოფონი, idioma luso - პორტუგალიური ენა, lusófilo - პორტუგალისტი.
ფრაზები და სიტყვები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.