პრაღის დეფენესტრაციები
მრავალმნიშვნელოვანი / From Wikipedia, the free encyclopedia
დეფენესტრაცია (წარმოდგება ლათინური თავსართიდან de (ზოგადად — ამოღება) და არსებითი სახელიდან fenestra — ფანჯარა) — ადამიანის ფანჯრიდან გადმოგდების აქტი. ჩეხური ისტორიულ-პოლიტიკური ფენომენი, მოვლენა, რომელსაც თან ახლდა ღრმა შედეგები. ჩეხეთის ისტორიაში პრაღის დეფენესტრაციის სახელით ცნობილია, როგორც მინიმუმ, ორი შემთხვევა: პირველი 1419 წელს, ხოლო მეორე — 1618 წელს. ორივემ ჩეხეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ხანგრძლივი კონფლიქტების ბიძგის როლი ითამაშა. როგორც მინიმუმ, კიდევ ორი მოვლენა ჩეხეთის ისტორიაში (მათ შორის ერთ-ერთი — XX საუკუნეში) შეიძლება განვიხილოთ, როგორც „დეფენესტრაცია“.