პრაღის ოპერაცია — წითელი არმიის უკანასკნელი სტრატეგიული ოპერაცია მეორე მსოფლიო ომში, რომლის შედეგად ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქი პრაღა გერმანელი ფაშისტებისაგან გათავისუფლდა.
სწრაფი ფაქტები პრაღის ოპერაცია, თარიღი ...
პრაღის ოპერაცია |
---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი |
თარიღი |
5 მაისი-12 მაისი, 1945 |
---|
მდებარეობა |
პრაღა, ჩეხოსლოვაკია |
---|
შედეგი |
წითელი არმიის გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
2 028 100 ადამიანი 30 500 ქვემეხი 2 000 ტანკი 30 000 თვითმფრინავი |
900 000 ადამიანი, 9 700 ქვემეხი 1 900 ტანკი 1000 თვითმფრინავი |
|
დანაკარგები |
---|
11 997 დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული, 40 501 დაჭრილი |
40 000 დაღუპული და დაჭრილი, 860 000 ტყვე |
|
პრაღის ოპერაცია ვიკისაწყობში |
დახურვა
გერმანული არმიის დაჯგუფება „ცენტრმა“ (მთავარსარდალი ფერდინანდ შერნერი), რომლის რიცხოვნობაც ერთ მილიონს აღემატებოდა, ჰიტლერისაგან მიიღო ბრძანება დაეცვათ პრაღა, რომელსაც „მეორე ბერლინი“ უწოდა. 5 მაისს პრაღაში დაიწყო სახალხო აჯანყება გერმანელების წინააღმდეგ. 9 მაისს მესამე და მეოთხე სატანკო არმიები და პირველი უკრაინული ფრონტი პრაღაში შევიდნენ. დედაქალაქში პირველი შევიდა ტანკი T-34, რომელსაც მართავდა ივან გონჩარენკო (დაიღუპა პრაღაში). მისი ტანკი დიდი ხნის განმავლობაში იდგა სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში.
12 მაისს ქალაქი გაათავისუფლეს გერმანელებისაგან. პრაღის გათავისუფლებისას დაიღუპა ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი, რომლებიც ძირითადად დაკრძალულები არიან ოლშანის სასაფლაოზე.